ხორცი ციფრულდება, ხორცპროდუქტები QR კოდით გაიყიდება

გაზაფხულიდან, ბაზრებსა და მაღაზიებში ხორცი  QR კოდით გაიყიდება. ხორცპროდუქტები ციფრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის საშუალებით, მომხმარებელს საშუალება ექნება, გაიგოს  რა ცხოველის ხორცია, რა ასაკისაა, როდის დაიკლა და ასე შემდეგ.

ინიციატივა მომხმარებლებს კანონდარღვევებისა და ბაზარზე უვარგისი თუ გაურკვეველი წარმოშობის  ხორცის გამოჩენისგან დაიცავს, რაც ბაზარზე საკმაოდ მომრავლდა.

 

მსგავსი თემები