ჩინეთი ყაზახეთს მხარდაჭერას უცხადებს და დახმარებას სთავაზობს

ჩინეთი მზადაა, ყაზახეთს ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებაში დაეხმაროს. ის მეზობელს საპოლიციო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას სთავაზობს და „გარე ძალების“ ჩარევისგან თავდაცვის ნაწილში ხელს უწვდის.

ჩინეთის საგარეო მინისტრსა და ყაზახეთის საგარეო მინისტრს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა. საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მხარეების დახმარების ფორმატზე შეთანხმდნენ.

„ყაზახეთში ბოლოდროინდელი არეულობა აჩვენებს, რომ ვითარება ცენტრალურ აზიაში კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. ზოგიერთ გარე ძალას არ სურს მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს რეგიონში“, – აცხადებენ  ჩინეთის საგარეო უწყებაში.

ინფორმაციისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყანაში დაწყებულ ქაოსსა და დაპირისპირებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

 

მსგავსი თემები