პუტინის განცხადებით, ყაზახეთში შეიარაღებული ძალები მანამ დარჩებიან, სანამ პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და თვლის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში მანამ უნდა დარჩნენ, სანამ ამის საჭიროებას თავად ყაზახეთის პრეზიდენტი დაინახავს.

„ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის წინაშე საფრთხე სულაც არ არის გამოწვეული საწვავის ფასის გამო დაწყებული სტიქიური საპროტესტო აქციებით. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ სიტუაციით ისარგებლეს დესტრუქციულმა შიდა და გარე ძალებმა. ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღო და სახელმწიფოს თავს დაესხა, სრულიად სხვა ხალხია და მათ სხვა მიზნები აქვთ.  აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტების ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები, რაც „მაიდანის“ ტექნოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში  გაზის გაძვირების გამო  დაწყებული საპროტესტო ტალღა მასობრივ არეულობაში გარდაიცვალა, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დაკავებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი.

 

მსგავსი თემები