ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ბრალდებულთან პირადი ექიმის შეშვებას ითხოვენ. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერაფერს ამბობენ, რადგან, მასთან პირად ექიმს არც უშვებენ.

„სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

მსგავსი თემები