ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან დახურულ კომუნიკაციას ითხოვენ და დახმარებისთვის ადვოკატთა ასოციაციას მიმართავენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მათ დასაცავ პირთან დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ყოფილ პრეზიდენტთან დახურული კომუნიკაცია.

„დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს. ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე“ – განაცხადა საძაგლიშვილმა მედიასთან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

მსგავსი თემები