„შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს“ – მთავრობა სოციალურ პოლიტიკაზე

„ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა,  მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს“ აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება.

„დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს.  შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე – მხლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმლურად უნდა დავეხმაროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები