ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 094-ია

საქართველოში, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363-ია. აქედან:  4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919 აჭარაში – 595, იმერეთში – 761.

მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 133, იმერეთში – 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 – თბილისში, 402 – აჭარაში. 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.

 

მსგავსი თემები