ყაზახეთში დაღუპულებს გლოვობენ

დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, დიდი მსხვერპლის გამო, 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში არეულობისა და დაპირისპირების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. დაშავებულია ასობით ადამიანი, დაკავებულია 6 000-ზე მეტი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყაზახეთში სიმშვიდეა და ვითარება კონტროლდება.

მსგავსი თემები