„2020 წელი ტურიზმის სექტორისთვის არც არსებობა, თუ არ ავიცრებით ტურიზმიც არ გვეყოლება“ -შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის –  შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან შემომსვლელი ტურისტი, პანდემიის პირობებში ყურადღებას აქცევს ქვეყანაში აცრის მაჩვენებელს. მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაცია ასეთი დაბალი იქნება, ტურისტების ნაკადს არც უნდა ველოდეთ.

„აცრას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როცა ადამიანი ამბობს, რომ ეს მას არ ეხება და უნდა აიცრება – უნდა არა, ეს ეკონომიკის დონეს დაბლა აგდებს. ტურისტი ყოველთვის უყურებს ქვეყანაშია აცრილი ადამიანების სტატისტიკას. ამის შესაბამისად იქნება მისი გადაწყვეტილებას. აცრის მხრივ,  რაც უფრო დაბალი მაჩვენებელი გვექნება, მით ურო   დაბალია რისკი საზღვარგარეთიდან ტურისტების მოზიდვის“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, 2020 წელი ტურიზმის მხრივ სერიოზული ჩავარდნა იყო, აღდგენას კი 2022 წლის ზაფხულიდან ელოდებიან.

„2020 წელი ჩვენთვის შეიძლება ითქვას რომ არ არსებობდა. 2021-ში 79%-იანი კლება გვაქვს ტურიზმის სექტორში. აღდგენისკენ მივდივართ და მაისიდან დავიწყეთ აღდგენა. ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც აცრის სტატისტიკაა. როგოც კი ვირუსის დამარცხდება დაინახავს მოსახლეობა, დაიწყება ბუმი. ამ ბუმს ზაფხულიდან ველოდებით“ – გვითხრა ალავერდაშვილმა.

 

მსგავსი თემები