შიში, ან მოლოდინი, რომ ვინმე შეძლებს სიტუაციის არევას, უსაფუძვლოა – ზაქარია ქუცნაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ შიში, ან მოლოდინი იმისა, რომ ვინმე შეძლებს სიტუაციის არევას და არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას, უსაფუძვლოა.

​ზაქარია ქუცნაშვილი მადლობას უხდის ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, რომ მათ პრინციპული არჩევანი მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთეს.

“განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი რეგიონის ამომრჩეველს, 68,5% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო თიანეთის მუნიციპალიტეტში, 68,7% დუშეთის მუნიციპალიტეტში, 79,3% ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გვაქვს სანდო წყაროს შედეგები, მთა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ არჩევანს”, – განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში” ზაქარია ქუცნაშვილმა.

​მისი შეფასებით, წინასაარჩევნო პიარკამპანიის დროს უამრავი ტყუილი და ცილისწამება გავრცელდა, ამის მიუხედავად ამომრჩეველს თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება ჰქონდა.

“დაძაბული საარჩევნო კამპანიის დროს სუსტი ნერვების მამაკაცები და ქალები ერთმანეთს ეჯახებიან ხოლმე, იყო ასეთი, ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მთიანად არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნები ერთი მხრივ იქცა თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის გადარჩენის არჩევნებად, მეორე მხრივ “ქართული ოცნების” ტესტად, რომელიც წარმატებით იქნა ჩაბარებული”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მსგავსი თემები