ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ეტაპისთვის დათვლილი საარჩევნო უბნებიდან მიღებულ შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, პირველადი, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა. ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43%-ია. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, წარმოდგენილი ინფორმაცია 1181 საარჩევნო უბანიდან მიღებული შედეგებია. მისივე ინფორმაციით, დათვლილი უბნები საერთო უბნების მხოლოდ 32%-ია.
მსგავსი თემები
-
უნიკალური სოფელი მიაო (ვიდეორეპორტაჟი, ნაწილი 2)
სოფელი მიაო და მიაოს ხალხი, კულტურა და ცხოვრება (ნაწილი 1) -
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. –... -
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა
ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და...