ადვოკატები უკრაინის მთავარ პროკურორს მიმართავენ, სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყონ

მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაში შესაძლოა, უკრაინული მხარე ჩაერთოს. აღნიშნულ განცხადებას ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანი აკეთებს. მისი თქმით, ადვოკატები უკრაინაში მთავარ პროკურატურას მიმართავენ.

„ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ გვაქვს და ესეც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან, პაციენტს აქვს უფლება, მოიძიოს მეორე, ალტერნატიული აზრი. ასევე უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ვითხოვთ დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს. მათი დაცვის სტრატეგია ასეთია – ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

მსგავსი თემები