შსს-მ აბაშის ინცეინდენტზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მომხდარ შემთხვევაზე. როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულბთ, ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით დაიწყო.

„მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, აბაშაში “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და ბიულეტენზე საარჩევნო ნომერი ამოუხაზა.

აღნიშნულ შემთხვევასტან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ აბაშაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

მსგავსი თემები