„ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები იზრდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ომიკრონის“  ცირკულაცია მატულობს. მისივე შეფასებით, მთელ მსოფლიოში ხდება კლინიკური სექტორის გადატვირთვა.

„ლაბორატორიული კვლევებით, რასაც ჩვენი ცენტრი აწარმოებს, „ომიკრონის“ შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, ის საკმაოდ სწრაფი ტემპით იმატებს როდესაც იწყება მისი შიდა ცირკულაცია, ანუ შიდა გადადება. უნდა ველოდოთ, რომ შემდეგი ორი კვირა მატების ტენდენცია იქნება. რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე გვქონდა სხვადასხვა ტალღების პიკზე. ამას მიანიშნებს ის, რომ მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ესეთი ამ ორი წლის განმავლობაში პანდემიის პერიოდში არ ყოფილა“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია რვა ადამიანს დასჭირდა.

„ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა რვა ადამიანს და ხუთი უკვე კარგად არის. სამი რჩება თანმხლები დაავადებით. სერიოზული გადატვირთვაა მოსალოდნელი პირველადი ჯანდაცვის სექტორის, ანუ ოჯახის ექიმების. გაძლიერდება ონლაინკლინიკები, რომ ყველა ადამიანმა შესაბამისი ონლაინკონსულტაცია მიიღოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი თემები