ვრუსით 3 842 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  959 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.17%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.

 

მსგავსი თემები