სიკვდილიანობის შემცირების ნაცვლად, 20%-იანი ზრდა მივიღეთ

მართალია, ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა, თუმცა, თაღლითობის წყალობით პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. კერძოდ, თუ ერთ ინსპექტირების ცენტრში ავტომანქანასდაბრაკავენდა ინსპექტირებას არ გაატარებენ, რა პრობლემაა, მიდის მეორე ცენტრში, სადაც ინსპექტირებას უპრობლემოდ გადის. ან, სულაც ითხოვს მანქანის იმ ნაწილს, რომლის გამოცდაბრაკეს“, გაივლის ინსპექტირებას და ნაწილსაც პატრონს დაუბრუნებს. კითხვა რატომ გვბოლავენ და გვწამლავენ ავტომანქანები ისევე აქტუალურია.

როგორც „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“  მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ: „მთავარი რეკომენდაციაა საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამსახურის შექმნა, რადგანაც არც მაშინ და არც ახლა არ არსებობს მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. თუმცა, შესაბამისმა სამინისტროებმა პროგრამის რეალურ ცხოვრებაში გატარებაზე უარი განაცხადეს, თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად არ დაინერგა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და დოკუმენტი გაურკვეველი ვადით შემოიდო თაროზე…

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ევროდირექტივის ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2020 წლისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობის განახევრების თაობაზე, რომლის ათვლაც დაიწყო 2010 წლიდან. მიზნის მისაღწევად არ დანერგილა ევროკომისიის მიერ დასახული შვიდი სტრატეგიული მიმართულება“ – ვკითხულობთ არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

უფრო მეტიც, როგორც ექსპერტები „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებენ,  სიკვდილიანობის განახევრების ნაცვლად, ზრდა მივიღეთ.

„ევრო დირექტივის რეკომენდაციის მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა უნდა განახევრებულიყო, ამის ნაცვლად კი მივიღეთ 20% – იანი ზრდა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განუცხადა.

დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 20 % – ით, ეს არის ევროპის ქვეყნებზე 6 – ჯერ მეტი, ევრო დირექტივებით იყო რეკომენდაცია, რომ მიმდინარე წელს უნდა განახევრებულიყო სავალალო შედეგები, ნაცვლად ამის გაგვეზარდა 20% – ით.

დარგის ექსპერტები მთავარ პრობლემას აღსრულების ნაწილსა და არაერთგვაროვან ინსპექტირებაში ხედავენ.

„ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაშია ინსპექტირების სისტემის მონიტორინგი, აგრეთვე დარღვევებზე რეაგირება, თუმცა მთავარი პრობლემა “არაერთგვაროვანი ინსპექტირების” სახით ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის, მთავარი მიზანი გამონაბოლქვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება იყო, საბოლოოდ კი ამას, შედეგად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა თუ სიცოცხლის გადარჩენა უნდა მოჰყოლოდა. სამწუხაროა, რომ რისკი იმისა, რეფორმა დარჩეს ფურცელზე რეალურად გატარებული ღონისძიებების გარეშე, მაღალია. ევრიდირექტივის არდანერგვისა და შესაბამისად რეფორმის ჩაგდების შემთხვევაში პასუხისმგებლობა პოლიტიკის ნაწილში ეკონომიკის სამინისტროს ეკისრება, ხოლო გზებზე კანონის აღსრულების ნაწილში შსს-ს“ – განუცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები