ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეებს აბრუნებენ

ყაზახეთში შექმნილი ურთულესი და დაძაბული ვითარების გამო გადადებული ავიარეისები დღეს შესრულდება. კერძოდ, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს სამ მოქალაქეს ჩამოიყვანენ.

„ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით  სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე , ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.  ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მსგავსი თემები