„ომიკრონი,“ „დელტა“ და გრიპის ვირუსი – სამივეს გადაკვეთა ხდება

„ვირუსის მეექვსე ტალღა უკვე დაიწყო, თან ისე, რომ მეხუთე ჯერ არ დამთავრებულა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავართან“ კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ გააკეთა. მისივე შეფასებით, მეხუთედან მეექვსე ტალღაზე შედარებით რბილად გადავდივართ.

„ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვითარებაც საკმაოდ დამძიმებულია მთელ ევროპაში. მაგალითად, ისეთი ღონისძიება, როგორიცაა ბრაზილიაში საოცნებო კარნავალი, ისიც კი გადაიდო. მთელ მსოფლიოში „ომიკრონის“ მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ბევრ შემთხვევაში მოხდა „ომიკრონისა“ და „დელტას“ გადაკვეთა. ამას დაემატა სეზონური გრიპიც, ეს ყველაფერი ერთად ამძიმებს და ართულებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თანა იმ ფონზე, როცა ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები