იანვრის ბოლოდან, დღეში 5-6000 ინფიცირებულს ელოდებიან

პროფესორის, კლინიკური ექსპერტის დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის მხრივ დღევანდელი ციფრები საგანგაშო არ არის, თუმცა, იანვრის ბოლოდან ვითარება შეიცვლება.

„ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, ციფრები აუცილებლად გაიზრდება. მინიმუმ 5-6000-მდე ავა ინფიცირება და ეს მონაცემები იანვრის ბოლომდე თებერვლის შუა რიცხვებამდე ასეთი იქნება. სამწუხაროა, რომ გავრცელება ძალიან სწრაფია, მოცვა ძალიან დიდია და რაოდენობრივი მახასიათებელიც ძალიან მაღალია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები