წარსულში დაბრუნება არ მინდა, მინდა სტადიონები ივსებოდეს გულშემატკივრებით – გიორგი ჭილაია

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ჭილაია აცხადებს, რომ არ სურს წარსულში დაბრუნება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ მოვიდეს.

“არ მინდა ის ავადსახსენებელი 9 წელი დაბრუნდეს. მინდა სტადიონები გაივსოს სპორტის გულშემატკივრებით. იმართებოდეს საფეხბურთო მატჩები და ხალხი ტაშს გვიკრავდეს. სიხარულის და ბედნიერების ცრემლები გვდიოდეს“, – განაცხადა გიორგი ჭილაიამმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​როგორც ვეტერანი ფეხბურთელი აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვეტერანი ფეხბურთელები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. მათი აზრით, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ქართული სპორტის განვითარებისთვის.

“ჩვენ თვითონ დავდივართ რეგიონებში, სადაც ჩვენი სამეგობროა. თამაშებს ვაწყობთ, ერთმანეთს ვეფერებით, არავის არაფერი დაუვალებია, ჩვენ “ოცნებასთან” ვართ და ვიქნებით სანამ ცოცხლები ვართ. ეს ხალხმაც იცის. ​​სპორტისთვის რაც კეთდება დღეს, ეს უნდა გაგრძელდეს უფრო ლამაზად. პატარა ბავშვების ფეხბურთით უნდა ამოქაჩოს საქართველომ. სპორტი თუ არ დააფინანსე, არაფერი გამოვა. ჩვენ კომუნისტების დროს ვართ გაზრდილები. არ გვქონდა, არც ისეთი სტადიონები და აკადემიები, როგორიც დღეს არის, მაგრამ მაინც ვიზრდებოდით. დღეს სახსრების გარეშე შეუძლებელია ეშველოს სპორტს”, – აცხადებს გიორგი ჭილაია.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა, საარჩევნო პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს, მხოლოდ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ვერ ჩავიდნენ.

მსგავსი თემები