„პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია“ – სანდრო ბრეგაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

​როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიწყეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გამოაცხადებს. ორი აზრი არ არსებობს, ეს ასე იქნება. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ამ საკითხს, რადგანაც, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შემთხვევაში, სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებთ და ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზეც ისაუბრა. კერძოდ, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“  არჩევნებში ამომრჩევლის 35%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლების 17-18%-ია. მიაჩნია, რომ ასეთ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს.

 

მსგავსი თემები