ნურსულთან ნაზარბაევი ოჯახთან ერთად ყაზახეთიდან გაიქცა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ოჯახთან ერთად ქვეყნიდან წავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ყაზახური ტელეგრამ-არხი Orda.kz  ავრცელებს. ყაზახეთში მხოლოდ მისი უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი დარჩა.

როგორც “ორდა” წერს, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ნაზარბაევის შესახებ არც ხელისუფლებას და არც სახელმწიფო ტელეარხებს ცნობები არ გაუვრცელებია.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ პირველმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა, ოჯახებთან ერთად ყაზახეთი დატოვეს. ქვეყანაში დარჩა მხოლოდ უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი,” – წერია “ორდას” განცხადებაში.

 

მსგავსი თემები