ბათუმში ზღვაში კაცს ეძებენ

ბათუმში ზღვაში შუა ხნის მამაკაცს ეძებენ. ამ წუთბში სანაპიროზე მყვინთავები არიან მობილიზებულნი. რამდენიმე საათია სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებობს ვერსია, რომ შუა ხნის მამაკაცი გუშინ რესტორან “სანრემოსთან” არსებული ხიდიდან გადავარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამაშველო კატარღებიც. ადგილობრივების ინფორმაციით, მყვინთავებმა ზღვაში ტელეფონი და საფულე იპოვეს.

მსგავსი თემები