“აჰა, მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს”-ირაკლი ზარქუა

პარტია “ქართული ოცნების”  წევრმა ირაკლი ზარქუამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ “ლეიბორისტულ პარტიაში” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყეს.

“როდესაც შალვას ფანჩატურში იკრიბებოდა ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.

თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები,”- განაცხადა ზარქუამ.

 

მსგავსი თემები