“ამიერიდან სამართალდამცველებსა და სამხედროებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის უფლება აქვთ” – ყაზახეთის პრეზიდენტი

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, განაცხადა, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.  ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

შეგახსენებთ,  4 იანვარს ყაზახეთის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ქვეყანაში ბუნებრივი აირის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მსგავსი თემები