“გვაქვს კითხვები ყაზახეთის მთავრობასთან, როგორ ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე” – აშშ-ს პრესსპიკერი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყაზახეთში ОДКБ-ს ჯარების ჩასვლაზე განცხადება გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ სიტუაციასთან გამკლავებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას დახმარება თავად ყაზახეთის პრეზიდენტმა სთხოვა.

“კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის განთავსებაზე, პირველ რიგში, კითხვაზე პასუხს ყაზახეთისგან მოვითხოვთ. ჩვენ გვაქვს კითხვები სწორედ იმიტომ, რომ ყაზახეთის მთავრობას აქვს საკუთარი რესურსები და კარგი სამხედრო დაცვა. ამიტომ ჩვენ ყაზახეთის მთავრობას დავუთმობთ, ილაპარაკონ რითი ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ნებისმიერი ძალისხმევას ან ქმედებას უცხოური ძალების მხრიდან ყაზახური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების მიზნით.” – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები