ალილოს მსვლელობა 2 საათზე ავტომანქანებით დაიწყება

საშობაო “ალილო” პანდემიის გამო წელსაც ფეხით მსვლელობის გარეშე ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2 საათზე მსვლელობა ავტომანქანებით დაიწყება  სასულიერო პირები მრევლს ნაკურთხი წყლით და გალობით მიულოცავს შობას.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში, ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით 4 საათზე დასრულდება.

ასევე ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მსურველებს შემოწირულებისა მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.

ახალ 2022 წელს შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა,” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები