ვის გაეზარდა პენსია პირველი იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოს მასშტაბით პენსიამ მოიმატა. აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა 6 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაანონსა.

2022 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარამდე  გაიზარდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი – 300 ლარამდე.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, 70 წლამდე ასაკის პირებს პენსია გაეზრდებათ 312 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი იქნება.

მსგავსი თემები