„ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას შეეხო.

„ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან.

ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვისმიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალსაგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ. დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი … ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი“ – ბრძანებს პატრიარქი.

 

მსგავსი თემები