ბანკის ვალის გამო ხშირად, ადამიანები სამსახურს ვერ იწყებენ – ვახტანგ ჭარაია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია, დადებითად აფასებს ჭარვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძის ინიციატივას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს მიეცეთ შანსი თავიანთ შეცდომებზე დაფიქრდნენ და მეორედ თავი გასაჭირში აღარ ჩაიგდონ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ ჭარაიამ განუცხადა, ხშირად ადამიანები სამსახურს არ ან ვერ იწყებენ იმის გამო, რომ დაყადაღებული აქვთ ანგარიშები და ნებისმიერ შემოსავალს ბანკი უყინავს. ახლა ეს პრობლემაც მოხსნილი იქნება.

“მისასალმებელია 600 ათასი ადამიანის ხელშეწყობა, რომ მათ ძველი ვალები ჩამოეწეროთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კერძო სექტორის ხარჯზე ხორციელდება და არა ბიუჯეტის. ამით, ძირითადად ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი თავის შეცდომებზე დაფიქრდნენ და მეორეჯერ თავი გასაჭირში არ ჩაიგდონ. მეორე მხრივ საფინანსო სექტორს უკვე აღარ ექნება შესაძლებლობა 1000 პროცენტიანი სესხები გასცეს და ამით გარკვეული პრევენციაც მოხდება რომ იგივე ხალხმა ეა ვალება ხელახლა არ დაიგროვოს“, – აცხადებს ახალგაზრდა ექსპერტი.

ვახტანგ ჭარაიას მიაჩნია, რომ კეთილი საქმე პოზიტიურად უნდა შეფასდეს და არ არის საჭირო უმადური კონსპირაციული თეორიების შეთხზვა, რომ ეს ხალხის კი არა ბანკების კეთილდღეობისთვის კეთდება, ან ამ პროექტით ფული უნდა გათეთრდეს და ა.შ. “დარწმუნებული ვარ იმ 600 ათასი ადამიანისთვის ეს ძალიან დიდი დახმარებაა”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები