„მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის ქართველი ხალხი“- კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 დაწესებულება უკვე დატოვა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები.

„მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა ამბობს, დროც არ მაქვსო, ძალიან ბევრს მუშაობს. ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას.  თქვა, რომ თუ არ იქნებიან ექიმები დაშვებული მასთან, იძულებული გახდება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის პირველ რიგში ქართველი ხალხი. ჩვენ გავშლით საპროტესტო მოძრაობას სრულიად საქართველოში და გარწმუნებთ ძალიან მალე”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ მედიასთან.

მისივე შეფასებით, ის იმყოფება გონივრულად და არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა,  აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები.

 

მსგავსი თემები