„ეკლესიებმა კარგად იციან, რეგულაციები როგორ დაიცვან და მრევლი აკონტროლონ“ – დევი ტაბიძე შობაზე

​კორონავირუსის გავრცელების ფონზე, შობის აღნიშვნასა და ტაძრებში დიდი რაოდენობით მრევლის მისვლასთან დაკავშირებით, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, „ეკლესიის კლასტერი“ ჯერ არ გამოჩენილა. მისივე შეფასებით, ეკლესია რეგულაციებს იცავს და აკონტროლებს.

„ვართ ე.წ. SOS მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რეკომენდაციების გათვალისწინება. რაც შეეხება შობის აღნიშვნას,  საპატრიარქოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ვიღებ, თუმცა მაქვს ჩემი პირადი განწყობა.  მეც ისეთი მართლმადიდებელი ვარ, როგორც თქვენ და გილოცავთ დამდეგ შობას, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავიცვათ წესები. ამ სიტუაციას მეტ-ნაკლებად სხვაზე უკეთესად ეკლესია აკონტროლებს. ჯერჯერობით ეკლესიის კლასტერი არ გამოჩენილა და იმედი მაქვს, რომ არასდროს არ იქნება“, – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები