მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის დაწყება იანვრის ბოლომდე გადადო

„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და საფრთხე ისევ არ შეიქმნას“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა.

შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმაზე გადასვლა დროებით გადადო.

„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად“ – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.

მსგავსი თემები