„ზეიმი მოვიკლოთ და მეტი დღეგრძელები ვიყოთ“ – ეპიდემიოლოგები რეგულაციების გამკაცრებას ემხრობიან

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდია. სწრაფად ვრცელდება „ომიკრონისშტამიც. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კლინიკურ სექტორს გადატვირთავს და ვითარებას გაამწვავებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ პროფესორმა დევი ტაბიძემ ისაუბრა.

„თუ რეკომენდაციებს გაამკაცრებენ და დაიცავენ,  უფრო მარტივად გავივლით „ომიკრონს“. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვემხრობი რეგულაციების გამკაცრებას. ცოტა ზეიმი მოვიკლოთ და მეტად დღეგრძელები ვიყოთ,  ასე სჯობს“ – აღნიშნა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პროფესორის შეფასებით, ინფიცირების დღევანდელი ციფრებით ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ, თუმცა, ინფიცირების შემთხვევები, შესაძლოა, დღეში 5-6 000-მდეც ავიდეს.

 

მსგავსი თემები