კოსტავას და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორივე მიმართულებით იმოძრავებს

  •  

თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავას და შარტავას ქუჩებზე, გზის ორივე მხარეს ავტობუსის სამოძრაო ზოლების ე.წ. ბას ლაინების დახაზვის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. დამონტაჟდა სპეციალური შუქნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრიორიტეტულად გავლის საშუალებას მისცემს და ყოველდღიურად 140-150 ათასი მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფენ.

როგორც თბილისის მერიაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვის შემდეგ, შარტავას ქუჩაზე N14, N29 და N49 ავტობუსების და N11, N30, N66, N88 და N208 მიკროავტობუსები, ხოლო კოსტავას ქუჩაზე N51 და N91 ავტობუსები და N145 და N202 მიკროავტობუსები უკვე ორმხრივად მოძრაობენ.

მსგავსი თემები