აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ყაზახეთში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. სპიკერი –  ნედ პრაისი როგორც ხელისუფლებას, ისე მომიტინგეებს მიმართავს.

„ყაზახეთი ღირებული პარტნიორია. ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს“, – აცხადებს ნედ პრაისი.

 

მსგავსი თემები