​”მესამე ტურს ჰაი ჰუის ვეძახი, ცოტა ჰაი ჰუი იქნება” – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შექმნის მცდელობები იქნება, მაგრამ კანონის ფარგლებს ვერავინ გასცდება.

​”​მესამე ტურს ჰაი ჰუის ვეძახი, ცოტა ჰაი ჰუი იქნება, მაგრამ რესურსი იმისა, რომ დიდი ხიფათი მოუტანონ ქვეყანას “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ იქნება. კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს ყველა, კანონის გადალახვის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ელოდებათ”, – განაცხადა დავით ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ წავიდნენ, დღეს დაინახეს რეალური საფრთხე, რომ შეიძლება მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაცია და რომ ასეთ პირობებში ძალიან ძნელი იქნება ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელება. რაც არ სურს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაბრაზებულ ადამიანს გული მობრუნდა “ქართული ოცნებისკენ”.

“ერთ სახელისუფლებო შტოში თუ გამაგრდება გრიგოლ ვაშაძე და “ნაციონალური მოძრაობა”, ქვეყანა აღმოჩნდება ქრონიკული დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ზღვარზე. ამ დაძაბულობის ფონზე პოზიტიური ცვლილებები ვერ განხორციელდება, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული საზოგადოებას. მათ იციან, რომ ცვლილებები გაცილებით უკეთესი და მიღწევადია “ქართული ოცნების” პირობებში. მით უმეტეს, წინ არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება ქართველი ხალხის სერიოზული ვერდიქტი “ქართული ოცნების” მიმართ”, – მიაჩნია ნუკრი ქანთარიას.

მსგავსი თემები