“მე ვარ დაობლებული ბავშვის შვილმკვდარი ბებია, დაისაჯოს ყველა დამნაშავე” – საკესრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახის წევრები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

გარდაცვლილი გოგოს ახლობლები საგამოძიებო ორგანოში დღეს მას შემდეგ დაიბარეს, რაც მისმა ოჯახმა მომხდარზე მედიაში ისაუბრა.

სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა პოლიციის შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ მათი ერთადერთი და მთავარი მოთხოვნაა, გამოძიების დასრულებამდე ლიცენზია შეუჩერდეს ყველა იმ ექიმს, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც საქმეში იკვეთება. ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯა.

“მე ვარ დაობლებული ბავშვის შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა “ოცნებების ახდენის დროა” და როგორც აუხდა, ვხედავთ. დაისაჯოს ყველა დამნაშავე,”- განაცხადა დაღუპილს ბებიამ, თეა ლატარიამ.

შეგახსენებთ,  ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 19 წლის გოგონა საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში  გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები