ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზო მობინადრეებმა მზიდ სვეტზე ბზარის გაჩენის გამო დატოვეს

ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში, 5 სართულიანი კორპუსის 2 სადარბაზო მობინადრეებმა დატოვეს – მიზეზად ერთ-ერთ მზიდ სვეტზე ბზარის გაჩენა სახელდება.

მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების შესახებ გუშინ გვიან ღამით აცნობეს.

მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, შენობაზე უკვე დანიშნულია ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა კორპუსი უსაფრთხო და რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

სანამ ექსპერტიზა მუშაობას დაასრულებს, აღნიშნული ოჯახების დროებით საცხოვრებელს მერია უზრუნველყოფს.

მსგავსი თემები