თემურ წიკლაურის საფლავზე ქანდაკება დააზიანეს

მომღერალ თემურ წიკლაურის საფლავზე მისივე ქანდაკება დააზიანეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა.

ადგილზე სამართალდამცველების გამოიძახეს. ამ ეტაპისთვის, ვანდალიზმის ჩამდენი პირის ვინაობა უცნობია.

როგორც თბილისის მერიაში გვითხრეს, დაზიანებულია ქანდაკების ფრაგმენტი, კერძოდ კი ბურთი რომელიც მოტეხილია.

რაც შეეხება ქანდაკების აღდგენის საკითხს, მერიის ინფორმაციით, ოჯახს დაუკავშირდებიან და შეთანხმდებიან.

 

მსგავსი თემები