ბეჭედი ნიშნობისთვის თუ დაბადების დღის საჩუქრად – ახალი დეტალები კასპში არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის შესახებ

კასპში არასრულწლოვნების სავარაუდო ნიშნობის ახალი დეტალები საჯაროვდება. ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა სავარაუდოდ, სკოლის დირექტორი ბაბუის თანდასწრებით დანიშნეს.

მეცხრეკლასელ გოგონას მამას მედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ, ზაჰირ ალიოღლმა კი განაცხადა, რომ  7 წელია საკუთარ შვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლეს გაშორდა.

ასევე გოგონას მამა აღნიშნავს, რომ თუ ეს ნიშნობა იქნებოდა, მას ყოფილი მეუღლე ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

“ნიშნობა რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად დამიძახებდნენ. წესით და კანონით არის, რომ მამა და დედა უნდა იყოს,” – განაცხადა ზაჰირმა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გენდერუ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაამახვილეს ყურადღება, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ვიდეო ეჭვს არ იწვევს, რომ ეს იყო ნიშნობა და არა დაბადების დღე.

“შესაძლებელია, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულზე გვქონდეს ეჭვი და გამოძიებამ უნდა გვითხრას, მოხდა თუ არა რომელიმე მათგანი. მათ შორის, ხომ არ არიან ბავშვები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. აბსოლუტურად სხვა დანაშაულია ქორწინების იძულება. შესაძლებელია, ჩადენილია სხვა დანაშაული, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან კავშირს კრძალავს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაზე პასუხები სახელმწიფომ უნდა გაგვცეს,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ.

 

 

მსგავსი თემები