ახალი სატრანსპორტო ბარათების შეძენა დღეიდან მეტროსადგურებში, ხვალიდან კი “საქართველოს ბანკის” ფილიალებში იქნება შესაძლებელი

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ბარათების ყიდვა დღეიდან მეტროსადგურებში, ხოლო ხვალიდან “საქართველოს ბანკის” ფილიალებში იქნება შესაძლებელი.

თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ მეტრომანები არ უქმდება და აღნიშნულით გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება.

“ხვალიდან შესაძლებელი იქნება “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში აღნიშნული ბარათების შეძენა. რაც შეეხება მეტრომანებს, მეტრომანებით გადახდა ერთჯერადი მგზავრობის დროს ისევ ძალაში რჩება.

ძირითადი მომხმარებელი წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%-ს. მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება იგივე. იგივეში ვგულისხმობ ვინც სარგებლობს შეღავათით, სარგებლობს უფასოდ, ან 10 თეთრიანი ან 20 თეთრიანი შეღავათით. ხოლო დანარჩენებითვის, ვინც არის აქტიური მომხმარებელი, მათთვის იზრდება,” – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობის ახალი სააბონიმენტე​ სისტემა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. მოქალაქეებს თბილისის მერია სხვადასხვა ტარიფს სთავაზობს.

მსგავსი თემები