“შეიქმნას ე.წ. შავი სია და შემავალი პირების მიმართ, პარტნიორებმა სანქციები დააწესონ” – მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ, უკვე მოინახულა და ვიზიტის შემდეგ სააკაშვილის ახალი ინიციატივაც გაავრცელა, რომ შეიქმნას ე.წ. შავი სია, რომელშიც ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც რეპრესიულ პოლიტიკასა და მართლმსაჯულებას ახორციელებს მოქალაქეების მიმართ.

“ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახენებთ, გოცირიძე სააკაშვილთან ეკონომიკური გეგმის განსახილველად შევიდა. მისი განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის და შემდეგ ეს სია გადაეცემა საერთაშორისო პარტნიორებს.

მსგავსი თემები