„1200 ინფიცირებული უნდა გვყოლოდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ მოხდა“ -კახა იშხნელი

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადების მწვერვალი შესაძლოა არ გვქონდეს“ – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხდა.  

კახა იშხნელი ვარაუდობს, რომ საქართველომ შესაძლოა იმ რაოდენობის ინფიცირებული არ მიიღოს, რასაც რესურსი ვერ გაწვდება

„პიკი ექიმების დასათვლელი იმდენად არ არის, რამდენადაც მათემატიკოსების, არ ვიცი რეალობას დავაბრალო თუ სურვილს, მაგრამ მინდა, რომ პიკი არ იყვეს, პლატო პაციენტების გარკვეული რაოდენობისა მწვერვალებს მრუდზე არ იძლევა, რაც საიმედოა.

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი, ამის ბრალი შეიძლევა ვეძიოთ ბვერ სწორ გადაწყვეტლებაში, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ცუდი, რაც აქვს ამ კოვიდ ინფექციას ძალიან ძნელია წინასწარ განსაზღვრა ყველაფრის. იყო მოლოდინი, რომ წინა ორშაბათს 1200 ინფიცირებული უნდა გვყოლოდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ მოხდა.“ – განაცხადა კახა იშხნელმა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები