12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულ ხუთ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხუთი პირი დააჯარიმა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

კერძოდ, „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა. ზურაბ კოსტავა 1500 ლარით დაჯარიმდა, გიორგი ბუნტურს 2500-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ირაკლი ჯუღელს 1500 ლარიანი, ირაკლი კუპრაძეს კი 1500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ნოდარ ბრეგვაძეს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

აღნიშნული პირები საქართველოს პარლამენტთან 12 დეკემბერს დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მსგავსი თემები