12 „ლელოელი“ უკვე მამუკა ხაზარაძის გუნდშია

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ორგანიზაციის პირველი 12 წევრი დაასახელა. როგორც მამუკა ხაზარაძემ თანაგუნდელები პრეზენტაციისას განაცხადა, მის გუნდში მხოლოდ სერიოზული ადამიანები იყრიან თავს

ვინ არის „ლელოს“ პირველი თორმეტეული:

1. ლანა გალდავა – საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი – უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი;

4. კახა კოჟორიძე – იურისტი;

5. მედეა მეტრეველი – ფილოლოგი;

6. გიგა გუგუშვილი – მხატვარი, პროფესორი;

7. საბა ბუაძე – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი;

8. გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი;

9. ქეთი ენუქიძე – ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი;

10. ელენე მელიქიშვილი – საგარეო პოლიტიკის მკვლევარი;

11. გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;

12. დავით გელაშვილი – ეკონომისტი.

მამუკა ხაზარაძე ყველა სფეროში 12 ლიდერს და ღირსეულ ადამიანს ეძებს. როგორც მან განაცხადა, ლიდერებს ე.წ. პრაიმერის პრინციპით შეარჩევენ.

„ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის იმედით აკეთებენ. ეს არაფერ კავშირშია  პოლიტიკურ პარტიასთან. პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება ცალკე. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული „პრაიმერის“ პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობასთან, თქვენთან ერთად წარვადგენთ და ავარჩევთ იმ ლიდერებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვების მიმართულებით“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ წარდგენაზე.

მსგავსი თემები