“საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი მეორედ გაიტაცა” – დავით ქაცარავა

ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

როგორც ქაცარავა წერს, “24 დეკემბერს ოკუპანტებმა მეორედ გაიტაცეს.  27 დეკემბერს კი  წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.”

“საოკუპაციო რეჟიმის ტყვეებს დაემატა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე.

ლაშა ხეთერელი.

24 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა და 27 დეკემბერს კი შეუფარდა წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა.

ამჟამად ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ ჯამში 10 ადამიანი.

1. ჩხიკვაძე

2. კანიაშვილი

3. ნათაძე

4. მეგრელიშვილი

5. გოგიჩაშვილი

6. უცნობი

7. უცნობი

8. უცნობი

9. ხეთერელი

10. ბებუა(სოხუმის ციხე)

ვგონებ, რაღაც უნდა შეცვალოთ ბატონებო თქვენს არგაღიზიანების პოლიტიკაში, არ ფიქრობთ ასე? საქართველოს მთავრობა” – წერს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თითქმის  ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2021 წლის 17 ივნისს გათავისუფლდა.

 

მსგავსი თემები