„სამწუხაროდ, საზოგადოება რეგულაციებს ისე არ იცავს, როგორც საჭიროა“ – პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმამედიაცენტრ მთავარში” “ომიკრონის” შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შტამთან გათამამება არ შეიძლება.

პროფესორის თქმით, აღნიშნული შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა.

“შეინიშნება “ომიკრონის” შტამის მკვეთრი მატება. ეს ყველაფერი უნდა დავაბრალოთ ახალი წლის პერიოდს, რადგან, ამ დღეების განმავლობაში, ადამიანების მობილობა მეტად გაზრდილია. აგრეთვე, შესამჩნევია, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელიც სასურველზე ბევრად დაბალია. როდესაც გვსურს პანდემიის დასრულება და თავისუფლად ცხოვრება, უნდა დავიცვათ ყველა საჭირო წესი და ნორმა, თუმცა ეს ასე არ ხდება”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

პროფესორი აღნიშნავს, რომ “ომიკრონისშტამთან გათამამება არაფრით არ შეიძლება და მის გავრცელების ფონზე დაავადებულთა ზედმიწევნით ზრუნვაა საჭირო.

 

მსგავსი თემები