“ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები” – მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების მკაცრ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი აკრიტიკებს. როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ასეთი შეფასების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ეთანხმება.

„ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების პოზიციები და ზოგიერთი დიპლომატისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებები და შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კარგი ტენდენცია არ არის.  ხელისუფლებას სურვილია, ჩვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოთა წარმომადგენლების პოზიციები აბსოლუტურად სინქრონული და შეთანხმებული იყოს იმ პოზიციებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს“ – ასეთია სარჯველაძის განცხადება.

მისი შეფასებით, არ ფიქრობს, რომ საელჩოს განცხადება სწორი და არგუმენტირებულია.

ასეთ ხისტ შეფასებებს ნამდვილად არ ვეთანხები.  არ მგონია, რომ ეს არის სწორი და არგუმენტირებული“ – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩომ საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა.  საელჩოს პოზიციით, მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.

 

მსგავსი თემები