პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვები სხეულის ნაწილებსაც კი კარგავენ

საახალწლო დღეებში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, რამდენიმე ბავშვი დაშავდა. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და განსაკუთრებით მშობლები გააფრთხილა.

მისი ინფორმაციით, წლიდან წლამდე, პიროტექნიკის გამო დაშავებულ ადამიანთა რაოდენობა არ იკლებს.

წელს, პიროტექნიკით დაშავებული ექვსი ბავშვი შემოიყვანეს იაშვილის კლინიკაში, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაში იყო და ოპერაციული ჩარევაც დასჭირდა. ოთხი ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. ყოვლად ამოუხსნელია მშობლების ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი ბავშვების მიმართ. ეს ძალიან მავნე საახალწლო ტრადიციაა, რომლის გამოც ხშირად ბავშვები მძიმე დაზიანებებს იღებენ ზოგიც კი ხელის გარეშეც რჩება” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

 

მსგავსი თემები